
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა
02/10/2024 11:17:16 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც “ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.
მისი თქმით, “ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა 7 ან 9 ოქტომბერს გაიმართება.
„კორონავირუსი დამიდასტურდა. გუშინ ჩავიტარე ტესტირება, აღარ ვარ გადამდები, აღარ მაქვს ვირუსი. გარეთ ვერ გამოვდიოდი და მე უნდა წარმედგინა საარჩევნო პროგრამა. 7 ან 9 ოქტომბერს გაიმართება წარდგენა“, - აღნიშნა პრემიერმა.