02-10-2024 15:28:41 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც “ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.
მისი თქმით, “ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა 7 ან 9 ოქტომბერს გაიმართება.
„კორონავირუსი დამიდასტურდა. გუშინ ჩავიტარე ტესტირება, აღარ ვარ გადამდები, აღარ მაქვს ვირუსი. გარეთ ვერ გამოვდიოდი და მე უნდა წარმედგინა საარჩევნო პროგრამა. 7 ან 9 ოქტომბერს გაიმართება წარდგენა“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.