
შსს – თებერვალში ევროკავშირში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი ქართველებს საფრანგეთისა და იტალიის მესაზღვრეებმა უთხრეს
30/03/2019 16:59:03 სხვა, სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, ევროკავშირში საქართველოს 231 მოქალაქე არ შეუშვეს. ყველაზე მეტი უარი ქართველებს საფრანგეთის, იტალიის, კვიპროსის და პოლონეთის მესაზღვრეებმა უთხრეს:
საფრანგეთი - გაემგზავრა - 1445; უარი ეთქვა - 37;
იტალია - გაემგზავრა 2594, უარი ეთქვა - 34;
კვიპროსი - გაემგზავრა - 830; უარი ეთქვა - 33;
პოლონეთი - გაემგზავრა - 3198; უარი ეთქვა - 30;
საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე თებერვალში არც ერთი უარი არ უთქვამთ ბელგიის (გაემგზავრა 218), რუმინეთის (გაემგზავრა - 119), შვეიცარიის (გაემგზავრა - 3) და სლოვენიის (გაემგზავრა - 7) მესაზღვრეებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021