
ისრაელმა გაერო–ს გენმდივანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
02/10/2024 12:52:20 მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, გაერო–ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს ისრაელში შესვლა ეკრძალება.
მისი თქმით, გუტიერეშმა "ცალსახად" არ დაგმო ირანის მიერ ისრალზე გუშინ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა.
გუტიერეშმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გმობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოებას და განგრძობად ესკალაციებს”
„ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა”, – დაწერა მან.