Accentnews.ge
დრანდის ციხეში პატიმარი მოკლეს

დრანდის ციხეში პატიმარი მოკლეს

04/02/2020 10:57:07 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში, დრანდის ციხეში პარტია „ ერთიანი აფხაზეთის“ პოლიტსაბჭოს მდივნის ირანა დოჩიას გატაცებისა და მისი ერთ–ერთი გამტაცებლის – დიმიტრი ოზგანის მკვლელობის სკანდალური საქმის ფიგურანტი პატიმარი მოკლეს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, პატიმარ ძიძარიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე გულრიფშის დე ფაქტო რაიონულმა პროკურატურამ სს საქმე აღძრა.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ძიძარია 4 თებერვალს, გამთენიისას მოკლეს, მას ბასრი საგნით მთელს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.

ცნობისთვის: ასტამურ ძიძარიასა და 2016–2017 წწ. დანაშაულის სხვა მონაწილეთა მიმართ აღძრული სს საქმე ამჟამად აფხაზურ დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში განიხილება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S