Accentnews.ge
ბელგია ემზადება უკრაინისთვის „კეისრების" მისაწოდებლად

ბელგია ემზადება უკრაინისთვის „კეისრების" მისაწოდებლად

02/10/2024 18:36:32 მსოფლიო

ბელგიის მთავრობა განიხილავს წინადადებას 12 მილიონი ევროს ღირებულების სამი თვითმავალი საარტილერიო სისტემა „კეისრის“ შეძენისა და უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ამის შესახებ გამოცემა 7sur7 წერს.

ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის კეისრის შეძენის წინადადება მინისტრთა საბჭოს წარედგინება „უახლოეს მომავალში“.

სხვა დეტალები არ დაკონკრეტებულა.

ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "კეისარი" აღჭურვილია 155 მმ-იანი ჭურვებით და შეუძლია წუთში ექვსი გასროლის განხორციელება. მანძილი 40 კილომეტრამდეა.

2022 წლის თებერვლიდან საფრანგეთმა უკრაინას 30 ერთეული მიაწოდა. მისი ხელმძღვანელობით „საარტილერიო კოალიციის“ ფარგლებში დაგეგმილა კიდევ 78 "კეისრის" მიწოდება 2024 წლის ბოლომდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S