Accentnews.ge
ნეთანიაჰუ: რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ

ნეთანიაჰუ: რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ

02/10/2024 19:52:19 მსოფლიო

რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანზე საპასუხო იერიშის მოლოდინის ფონზე, რომელიც გაჩნდა თეირანის მიერ ისრაელზე 1 ოქტომბერს განხორციელებული დარტყმების შემდეგ. პარალელურად, ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სასაზღვრო ტერიტორიებზე. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა რვა ისრაელელი სამხედრო.

ნეთანიაჰუმ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს მიუსამძიმრა.

“რთულ ომში ვართ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს. ეს არ მოხდება - რადგან ერთად ვიდგებით, და ღმერთის წყალობით - ერთად გავიმარჯვებთ.

სამხრეთში ჩვენს გატაცებულ პირებს დავაბრუნებთ, ჩვენს მაცხოვრებლებს დავაბრუნებთ ჩრდილოეთში, გარანტირებულს გავხდით ისრაელის მარადისობის,” - წერს ნეთანიაჰუ.

ისრაელის არმიის წინასწარი მონაცემებით, 1 ოქტომბერს ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 რაკეტა ისროლა.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ირანის მიერ ნასროლი რაკეტების ნაწილი სამიზნემდე მიღწევამდე ჩამოაგდეს, ზოგიერთი კი ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში აფეთქდა.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, "ეს იყო სერიოზული შეტევა".

ირანული რაკეტებისგან ისრაელის დაცვის პროცესში ასევე ჩართული იყო აშშ-ც, ხოლო იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატში განაცხადეს, რომ ირანიდან ისრაელისკენ გაშვებული დრონები და რაკეტები იორდანიის საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლის დროს გაანეიტრალა.

ისრაელი საპასუხო ზომებით იმუქრება. მედია წერს, რომ ირანის ბირთვული და სანავთობო ობიექტები შესაძლოა გახდეს ისრაელის საპასუხო დარტყმების სამიზნე. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მხარს არ უჭერს ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S