Accentnews.ge
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 105 დრონიდან 78 ჩამოვაგდეთ

უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 105 დრონიდან 78 ჩამოვაგდეთ

03/10/2024 06:49:00 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 105 დრონიდან 78 ჩამოაგდეს, 23 უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა,ერთი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევში, ჩერკასში, ვინიცაში, ხმელნიცკიში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, პოლტავაში, ჩერნიჰივში, ხერსონში, ოდესაში, ხარკოვში, სუმში, დ. რივნისა და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S