
აფხაზურ დე ფაქტო პარლამენტთან კარვები გაშალეს
04/02/2020 11:49:18 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან დღეს კარვები გაიშალა. საინიციატივო ჯგუფი ანტიკორუფციული კანონის მიღებას მოითხოვს.
საუბარია „სახელმწიფო მოხელეებისა და დეპუტატების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების, ქონებისა და ქონებრივი ვალდებულებების სავალდებულო დეკლარირების შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც დღის წესრიგშია შეტანილი.
"ბიჭებმა შეკრება გადაწყვიტეს. მართალია, კანონპროექტი დღის წესრიგში უკვე შეტანილია, თუმცა საინიციატივო წევრთა ნაწილი აქ აპირებს დარჩენას, სანამ კანონს ან არ მიიღებენ, ან არ დაბლოკავენ. ვცდილობ, ხალხი დავარწმუნო, დაიშალონ, თუმცა ყველა არ მიჯერებს“, – განაცხადა კანონის ერთ–ერთმა ინიციატორმა ასტამურ კაკალიამ.
ცნობისთვის: სხდომა, რომელზეც კანონპროექტი უნა განიხილონ, 6 თებერვლისთვისაა დანიშნული.