Accentnews.ge
ლოკაციები, სადაც კორონავირუსის არსებობა დადასტურდა

ლოკაციები, სადაც კორონავირუსის არსებობა დადასტურდა

04/02/2020 12:11:04 მსოფლიო

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის არსებობა სადღეისოდ დადასტურებულია შემდეგ ქვეყნებსა და ლოკაციებზე:

  • კანადა
  • აშშ
  • შვედეთი
  • გერმანია
  • ბელგია
  • დიდი ბრიტანეთი
  • საფრანგეთი
  • ესპანეთი
  • იტალია
  • ფინეთი
  • რუსეთი
  • ნეპალი
  • ჩინეთი
  • მაკაო
  • ჰონ კონგი
  • ინდოეთი
  • არაბეთის გაერთიანებული საემიროები
  • შრი ლანკა
  • ვიეტნამი
  • ტაილანდი
  • კამბოჯა
  • მალაიზია
  • ავსტრალია
  • სინგაპური
  • ფილიპინები
  • ტაივანი
  • იაპონია
  • სამხრეთ კორეა

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S