
NATO-ს ახალი გენმდივანი უკრაინაში ჩავიდა
03/10/2024 11:14:57 მსოფლიო
NATO-ს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, NATO-ს ენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
ეს NATO-ს გენერალური მდივნის რანგში მარკ რუტეს უკრაინაში პირველი ვიზიტია.
ცნობისთვის: NATO-ს შტაბ-ბინაში, მედიისათვის გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსის გენერალური მდივნის რანგში საქმიანობისას მისთვის პრიორიტეტული იქნება ალიანსის თავდაცვის გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის განმტკიცება.