
“ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განახლებული სახით წარსდგება
04/02/2020 12:47:09 საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განახლებული სახით წარსდგება.
„ორიენტირებული ვიქნებით განახლებაზე და გუნდი არჩევნებშიც აუცილებლად განახლებული სახით წარდგება. პროგრამა მინიმუმია ყოველი მეორე ხმა. რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ "2016 წელს “ქართული ოცნების” წარმატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გუნდის განახლება იყო".