Accentnews.ge
PACE: დაახლოებით, 66 ათასი უკრაინელი ითვლება ტყვედ ან უკვლოდ დაკარგულად

PACE: დაახლოებით, 66 ათასი უკრაინელი ითვლება ტყვედ ან უკვლოდ დაკარგულად

03/10/2024 12:34:52 მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უკრაინის შესახებ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ 2024 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით, 65 956 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად ან ტყვედ ჩავარდნილად.

ამასთან, PACE აღნიშნავს, რომ გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე თითქმის 51 ათასი მათგანი დაკარგულად ითვლება.

"რეალურად მათი რიცხვი გაცილებით მაღალია", – ნათქვამია დოკუმენტში

ევროპელმა დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ რეზოლუციის მიღებით, მათ სურთ იყვნენ "რუსეთში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხმა."

"PACE შოკირებულია იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, რომლებმაც წარმოადგინეს მტკიცებულება უკრაინელი სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ წამების სისტემატური გამოყენების შესახებ. PACE-მ მკაცრად მოუწოდა რუსეთს, რათა მისცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს უფლება დაკავების ადგილებში მოინახულონ უკრაინელი სამხედრო ტყვეები და სამოქალაქო პირები, როგორც ამას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მოითხოვს", – ნათქვამია დოკუმენტში.

ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ტყვეობაში იმყოფება 1348 რუსი, ხოლო რუსეთში - 6465 უკრაინელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S