Accentnews.ge
ლიეტუველმა მესაზღვრეებმა რუსები აიძულეს, ვაგონიდან წაეშალათ რუსული აგრესიის სიმბოლო „Z“

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა რუსები აიძულეს, ვაგონიდან წაეშალათ რუსული აგრესიის სიმბოლო „Z“

03/10/2024 13:34:34 ევროპა

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა უარი თქვეს მოსკოვი-კალინინგრადის მარშუტზე მოძრავი მატარებლის გატარებაზე, რომლის ვაგონზეც ასო „Z“ (რუსული სამხედრო აგრესიის სიმბოლოდ აღიქმება) იყო დახატული, ასევე წარწერა „ვილნიუსი რუსეთის ქალაქია“. იტყობინება Delfi.

როგორც ირკვევა, კვირას მოსკოვი-კალინინგრადის სატრანზიტო მატარებელი კენას საგუშაგოზე მივიდა. ერთ-ერთ ვაგონზე მესაზღვრეებმა შენიშნეს რუსული არმიის სიმბოლო „Z“ და წარწერა „ZOV“. კიდევ ერთ ვაგონზე იყო წარწერა: "ვილნიუსი რუსეთის ქალაქია".

მატარებლის პერსონალმა ვერ ახსნეს, საიდან გაჩნდა ეს წარწერები, - ამბობენ მესაზღვრეები.

მესაზღვრეებმა პერსონალს განუმარტეს, რომ თუ წარწერები არ წაიშლება, მგზავრებს მოუწევთ სხვა ვაგონებში გადაჯდომა, ვინაიდან ხსენებული ვაგონები ლიეტუვის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ამის შემდეგ, პერსონალმა წარწერები მესაზღვრეების მეთვალყურეობის ქვეშ წაშალეს. დეტალური შემოწმების შემდეგ, მატარებელმა განაგრძო სვლა დადგენილი მარშრუტით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S