Accentnews.ge
იტალია მომავალ წელს 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს მომვლელებისთვის

იტალია მომავალ წელს 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს მომვლელებისთვის

03/10/2024 14:51:56 მსოფლიო

იტალია მომავალი წლიდან დამატებით 10 000 სამუშაო ვიზას გასცემს იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მოსავლელად ჩადიან, – იუწყება Reuters ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, "მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის დაბალი მაჩვენებლის გამო იტალია დიდი ხანია, განიცდის მომვლელთა დეფიციტს და საქველმოქმედო ორგანიზაციები, მათ შორის კათოლიკური ჯგუფი "სანტ-ეჯიდიო" ლობირებას უწევდნენ მთავრობას, რომ მეტი მომვლელი დაეშვათ საზღვარგარეთიდან".

"ექსპერიმენტული" დამატებითი კვოტა მომვლელებისთვის დაემატება 2023-2025 წლის პერიოდისთვის გასულ წელს გამოცხადებულ 452,000 სამუშაო ვიზის რაოდენობას - რაც წინა სამი წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 150%-იან ზრდას წარმოადგენს.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წელს უფრო მკაცრი შემოწმებები გავრცელდება იმ ქვეყნებიდან შემოსულ განაცხადებზე, რომლებიც თაღლითობის უფრო მაღალი რისკის მქონედ მიიჩნევიან", – იუწყება Reuters.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S