Accentnews.ge
ბაიდენი – ისრაელის მიერ ირანის ნავთობის ობიექტებზე შესაძლო დარტყმაზე: "ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს"

ბაიდენი – ისრაელის მიერ ირანის ნავთობის ობიექტებზე შესაძლო დარტყმაზე: "ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს"

03/10/2024 16:08:19 მსოფლიო

"ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს", – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვას, "დაუჭერს თუ არა მხარს ისრაელის მიერ ირანის ნავთობის ობიექტებზე დარტყმას ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული მასიური სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ".

ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი დღეს არ განახორციელებს დარტყმებს ირანის ობიექტებზე.

"ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ დღეს არაფერი მოხდება. ჩვენ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

2 ოქტომბერს ბაიდენმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს ისრაელის შესაძლო თავდასხმას ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S