პრემიერი: "ვინც აშშ–ის საელჩოში ასეთ ქარდებს ამზადებს, მას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი – არჩევნებზე მოახდინოს გავლენა"

03-10-2024 20:51:58 ციტატა

"საარჩევნო პროცესი უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე იმართება. იგივე ეს ქარდები [აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებული],ამ ქარდებს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნებაზე. ვინც საელჩოს შიგნით ამზადებს ასეთ ქარდებს , მას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი , რომ ამ არჩევნებზე მოახდინოს გავლენა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ასეთი ქარდები და ვერც რაიმე სხვა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე. [...] მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მე–4 დღეა, საქართველოში აშშ–ის საელჩო "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებების საპასუხოდ ქარდებს ავრცელებს. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, "დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი საქართველოს ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები