Accentnews.ge
ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს

ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს

03/10/2024 18:44:10 მსოფლიო

ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს, – იუწყება BBC.

მისი ცნობით, British Airways თელ-ავივში ფრენებს თვის ბოლომდე აჩერებს.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მაც, რომელმაც ფრენები თეირანში 26 ოქტომბრამდე, თელ-ავივში 31 ოქტომბრამდე, ხოლო ბეირუთში ნოემბრის ბოლომდე შეაჩერა.

ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა თელ-ავივში ფრენები წლის ბოლომდე შეაჩერა.

ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერეს შემდეგმა ავიაკომპანიებმა: Air India, Cathay Pacific, Delta, United, EasyJet, Ryanair და Wizz Air-მა.

ლიბანური ავიაკომპანია Middle East Airlines ერთ-ერთია, რომელიც კვლავ ახორციელებს ფრენებს ბეირუთის აეროპორტიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S