Accentnews.ge
ევროკავშირი ლიბანს დამატებით 30 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი ლიბანს დამატებით 30 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

04/10/2024 07:02:08 მსოფლიო

ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის დამატებით 30 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს ლიბანს ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის მიმდინარე ომის გამო.

"დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ჰუმანიტარულ დახმარებას ლიბანელი ხალხისთვის," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, "ახალი დახმარება უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების მიწოდებას ამ ძალიან რთულ პერიოდში".

"ძალიან შეშფოთებული ვარ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მუდმივი ესკალაციის გამო. მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად." - თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა უკვე გამოაცხადა ლიბანისთვის 10 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი, ხოლო წელს ლიბანისთვის ორგანიზაციამ უკვე 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S