Accentnews.ge
განათლების სამინისტროსთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

განათლების სამინისტროსთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

04/02/2020 14:18:04 საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციის მონაწილე სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

სტუდენტების აქციას მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებიც შეუერთდნენ.

„შეცვალე რჩება სტუდენტების მხარეს და უჭერს მხარს მათ პროტესტს. განათლების სამინისტრომ, ფაქტობრივად, დებილები უწოდა ამ სტუდენტებს, თუმცა დებილები მათკენ უნდა მოიკითხონ“, - ამბობს „შეცვალეს“ აქტივისტი, ბექა პაპაშვილი.

კიევის უნივერსიტეტის სტუდენტები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქციას მართავენ და მოითხოვენ, რომ მათთვის სავალდებულო ზოგადი უნარების გამოცდა მოიხსნას. მათ სურთ, რომ კიევის უნივერსიტეტიდან მობილობით სხვა ქართულ უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ, თუმცა სამინისტრო ავალდებულებს მობილობის მსურველებს, რომ ჩააბარონ ზოგადი უნარების გამოცდა.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი გზის გადაკეტვას და გზის სავალ ნაწილზე კარვების დადგმას.

„სახელმწიფომ დაგვიწესა ბარიერი, გამოცდა, გვითხრეს, რომ ეს გამოცდა იქნება ისეთი, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებაზეა, მაგრამ ეს არის სამაგისტრო გამოცდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები უპრობლემოდ გადმოდიან და აბარებენ ნებისმიერ უნივერისტეტში, ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა ჩავალაგოთ ჩემოდნები და წავიდეთ სხვა ქვეყანაში“, – აცხადებს კიევის სამართლის, ეკონომიკისა და ტურიზმის უნივერსიტეტის სტუდენტი მარი ფირალიშვილი.

სტუდენტები აქციებს 25 იანვრიდან მართავენ და აცხადებენ, რომ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებსაც მიმართავენ შიმშილობის სახით.

თავის მხრივ განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუდენტებს გამოცდის ჩანაცვლებაც შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადეს.

„აღნიშნულ პირებთან შედგა სამინისტროში შეხვედრები იანვარში. მათ შეხვდა მინისტრის მოადგილე ნინი მიცკევიჩიც. საგულისხმოა, რომ ერთი წლის წინ მათ უკვე იცოდნენ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ვინც მოიპოვებდა სწავლის უფლებას უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოუწევდათ მხოლოდ ერთი გამოცდის, უნარების ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება. მათ მოპოვებული აქვთ უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლის უფლება, ანუ დაადასტურეს იქაური კანონმდებლობა და ჩაირიცხნენ. ახლა ჯერი დადგა, რომ საქართველოს კანონმდებლობა იყოს დაკმაყოფილებული. პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ ოთხი საგნის ჩაბარება. ამ პირებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყანაში სწავლობენ და უნდათ საქართველოს უნივერსიტეტებში მობილობით გადმოსვლა, უწევთ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება“, – აცხადებს ეკა რურუა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S