გერმანიის ელჩი: კურსი, რომლითაც საქართველო ახლა მიდის, არ არის ევროკავშირისკენ მიმართული

04-10-2024 14:12:59 პოლიტიკა ,ციტატა

"როდესაც არჩევნებზე მივდივარ, არ მინდა, მთავრობამ "გამინათოს", და მიჩვენოს გზა "სინათლისკენ", რომ რაღაც სახის "სამოთხეს" შექმნის. მათგან მჭირდება, რომ სახელმწიფოს და მთავრობის საქმეები გონივრულად მართონ სულ მცირე, ოთხი წლით. ახლა საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ხმა მისცენ. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას საარჩევნო ჯიხურში, მოიფიქრეთ წინასწარ, მოიძიეთ სხვა რესურსები ინფორმაციისთვის, მიუდექით სერიოზულად. შესაძლოა, ეს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ შეგიძლიათ ერთი ხმით შეცვალონ თქვენი ქვეყნის და მსოფლიოს კურსი. თუ ევროკავშირი მნიშვნელოვანია თქვენთვის, მარტივ რამეს გეტყვით - კურსი, რომლითაც საქართველო ახლა მიდის, არ არის ევროკავშირისკენ მიმართული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, ასეთი კანონით, ევროკავშირის წევრი ვერ გახდები",- თქვა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები