04-10-2024 17:36:31 მსოფლიო
ისრაელის არმიის ცნობით, ისრაელის ავიაგამანადგურებელმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც "ჰეზბოლა" ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა.
"გვირაბს "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება. დარტყმამ გაანადგურა გვირაბის სიახლოვეს მდებარე შენობები, იარაღის საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურაც", – აცხადებენ ისრაელის არმიაში.
მისივე ინფორმაციით, ბეირუთზე გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია "ჰეზბოლას" კომუნიკაციების მეთაური მუჰამედ რაშიდ სკაფი.