უკრაინაში მებრძოლ კიდევ ერთ ქართველს აღუძრეს საქმე რუსეთში

04-10-2024 18:27:30 პოლიტიკა ,საზოგადოება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველის რატი ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი წერს, ის "ეჭვმიტანილია არაერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში, ტერორისტულ აქტში, დაქირავებულ საქმიანობაში, სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფასა და ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობაში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში, ქონების განზრახ განადგურებასა და დაზიანებაში."

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, რატი ბურდული კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთში ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ იწყებენ გამოძიებას. ათეულობით ქართველს აქვს ბრალი დაუსწრებლად წაყენებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები