Accentnews.ge
ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების ოფიცერი მოკლეს

ოკუპირებულ ენერგოდარში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების ოფიცერი მოკლეს

04/10/2024 15:10:57 მსოფლიო

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველომ პირველმა გამოაცხადა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების ოფიცრის სიკვდილის შესახებ. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დაღუპული სადგურის „ფიზიკური უსაფრთხოების“ უფროსი ანდრეი კოროტკია. სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსი სამხედროების მიერ სადგურის დაკავების შემდეგ, კოროტკიმ მათ გადასცა სადგურის თანამშრომლების სია, სადაც მიუთითა პროუკრაინული პოზიციის მქონე მოქალაქეებზე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის თანამშრომლის მანქანის ქვეშ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. როდესაც მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა, ის ამოქმედდა. დაზარალებული მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S