Accentnews.ge
ორ ბრიტანელს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან

ორ ბრიტანელს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან

04/10/2024 15:59:14 მსოფლიო

ორ ბრიტანელს - 29 და 32 წლის კრისტოფერ კეშს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის წაუყენეს ბრალი. ბრალდებულები, მათ შორის პარლამენტის ყოფილი თანამშრომელი ბრალდებას არ აღიარებენ. წერს Reuters.

მათ ედავებიან ოფიციალური საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევას ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდების გზით, რომელიც შეიძლება იყოს „სასარგებლო მტრისთვის“ ან შეიძლება იყოს „საზიანო გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების ინტერესებისთვის“. საუბარია 2021 წლის ბოლოდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდზე. ლონდონის ოლდ ბეილიში გამართულ მოსმენაზე ორივემ ოფიციალურად უარყო ბრალდება.

მათი სასამართლო პროცესი 2025 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი და ორივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, აღნიშნავს სააგენტო.

ცოტა ხნის წინ, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ჩინეთის მოქალაქე დააკავეს ჯაშუშურ საქმიანობის და იარაღის მიწოდების შესახებ ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S