Accentnews.ge
რუსეთის ФСБ-ს ხელმძღვანელი ამჯერად მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება ომით

რუსეთის ФСБ-ს ხელმძღვანელი ამჯერად მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ემუქრება ომით

04/10/2024 16:41:56 მსოფლიო

ბალტიისპირეთის ქვეყნები და მოლდოვა შეიძლება „ჩაითრიონ“ რუსეთთან ომში, განაცხადა პარასკევს, 4 ოქტომბერს რუსეთის ФСБ-ს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა. "ომში ჩათრევის" შესახებ ნარატივი საქართველოშიც აქტიურად გამოიყენება სახელისუფლებო პროპაგანდაში იმ განსხვავებით, რომ ამაში "გლობალურ ომის პარტიას" ადანაშაულებენ, რომელსაც "დიდი გავლენა აქვს" ევროკავშირში, ნატო-ში, იგივე აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუციებში. რუსეთის ბრალდებების ადრესატი კი ტრადიციულად, პირველ რიგში, ამერიკაა.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება, პარალელურად ჩატარდება საკვანძო რეფერენდუმი მოქალაქეების ევროკავშირში გაწევრიანებისადმი დამოკიდებულების შესახებ.

ბორტნიკოვის მტკიცებითაც, მოსკოვთან კონფლიქტში მონაწილეობისკენ მათ უბიძგებენ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები, ასევე უკრაინელი სამხედროების ქმედებები.

ჩვენ ვსაუბრობთ "მიზანმიმართულ ესკალაციაზე <...> მასში ნატოს ქვეყნების სამხედრო კონტიგენტების უშუალო ჩართვის პერსპექტივით და საბრძოლო ზონის გაფართოება მოლდოვასა და ბელარუსში", - თქვა ბორტნიკოვმა დსთ-ს წევრი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელთა შეხვედრაზე.

ბორტნიკოვის თქმით, მოვლენების შესაძლო მსგავს განვითარებას მოწმობს "უკრაინული ძალების კონცენტრაცია რესპუბლიკის საზღვართან, მრავალი ინციდენტი უკრაინული დრონების მის საჰაერო სივრცეში" და "უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიული სამუშაოების გააქტიურება" ბელარუსის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, მისი მტკიცებით, დასავლეთის ქვეყნები, თითქოს აძლიერებენ ზეწოლას მოლდოვაზე, რათა აიძულონ კიშინიოვი მოსკოვთან ღია დაპირისპირებაში ჩაერთოს.

„ევროკავშირი და ნატო უკავშირებენ შემდგომ ფინანსურ დახმარებას და ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივებს უკრაინის სამხედრო მომარაგების ლოგისტიკაში მისი ტერიტორიის ჩართვასა და დნესტრისპირეთის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას“, - ამტკიცებს ის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S