როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის ახალი კვლევა

04-10-2024 21:28:49 პოლიტიკა ,საზოგადოება

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 33%
  • „ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო“ - 19%
  • „კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 13%
  • „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ - 12%
  • „გახარია - საქართველოსთვის“ - 11%
  • „ლეიბორისტული პარტია“ - 4%
  • „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%
  • „პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ - 3%
  • სხვა პარტიები - 1%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, „ფორმულას“ დაკვეთითა და დაფინანსებით, ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები