04-10-2024 22:31:36 საზოგადოება
ბათუმში გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომელი, მებაღე ხიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ 67 წლის კაცი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მან სახის მრავლობითი ტრამვა მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
იყო თუ არა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამ ეტაპზე უცნობია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.