04-10-2024 22:44:29 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ისაუბრა დრონებზე, რომლებიც პერიოდულად კარგავენ ორიენტაციას და შედიან ქვეყნის საჰაერო სივრცეში, ამის შესახებ იუწყება ტელეგრამ-არხი Pul Pervogo, რომელიც აფილირებულია ლუკაშენკოს პრესსამსახურთან.
ლუკაშენკომ, ბელორუსის მოქალაქეებთან შეხვედრაზე, უპასუხა უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებულ შეკითხვას და თქვა, რომ ეს არის ომის ახალი საშუალება და ორივე მხარე აწარმოებს ან ყიდულობს მილიონობით დრონს.
„რაღაც იყიდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იციან როგორ მართონ“, - მსჯელობს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი. მან გაიხსენა, რომ ელექტრონული ომის სისტემები მუშაობს დრონების წინააღმდეგ: ”და ისინი დაფრინავენ მარცხნივ და მარჯვნივ. ისინი კარგავენ ორიენტაციას“.
ლუკაშენკო პირველად აკეთებს კომენტარს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების შესვლის შესახებ. უკრაინის საჰაერო ძალები რეგულარულად იუწყებიან, რომ რუსული ღამის თავდასხმების დროს ბელარუსის საჰაერო სივრცეში რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი შედის. ამას აფიქსირებენ ბერალუსი დამკვირვებლებიც.
"იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა", - თქვა ლუკაშენკომ, - "ერთი მხრივ და მეორე მხრივ - რუსეთიდან და უკრაინიდან. ჩვენ ისე მკაცრად გავაკრიტიკეთ უკრაინელები. და ისინი, იმავე არხზე, რომლითაც ჩვენ ვუკავშირდებით, [ამბობენ]: უთხარით პრეზიდენტს, რატომ გვაკრიტიკებთ ჩვენ? როცა რუსეთი შემოდის, თქვენ მათ არ აკრიტიკებთ“.
ლუკაშენკოს თქმით, მან მიიღო "სოლომონის გადაწყვეტილება" არ გააკრიტიკოს არც რუსეთი და არც უკრაინა დრონების გამო. ”ჩვენ ამას განვიხილავთ სპეციალისტების დონეზე,” - დასძინა მან.