
AP: აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებს დაარტყეს
04/10/2024 18:57:21 მსოფლიო
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე ათობით დარტყმა განახორციელეს. იტყობინება Associated Press ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
როგორც იუწყებიან, დარტყმების სამიზნეებს შეიარაღების სისტემები, ბაზები და სხვა აღჭურვილობა წარმოადგენდა, რომელსაც „ჰუსიტები“ იყენებენ.
წყაროების ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები და სამხედრო გემები „ჰუსიტების“ გამაგრებულ პუნქტებს დაახლოებით ხუთ ლოკაციაზე ბომბავდნენ.
მანამდე „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი მედია იუწყებოდა, რომ შვიდი დარტყმა განხორციელდა ქალაქ ჰოდეიდაში მდებარე აეროპორტზე და ქათეიბის რაიონზე, სადაც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი სამხედრო ბაზაა განთავსებული. კიდევ ოთხი დარტყმა განხორციელდა დედაქალაქ სანას სეიანის რაიონზე და კიდევ ორი - დჰამარის პროვინციაზე.