
მედია: დონეცკში უკრაინელების იერიშს ჩრდილოეთკორეელი ოფიცრები ემსხვერპლნენ
04/10/2024 19:06:22 მსოფლიო
3 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული დონეცკის მახლობლად განლაგებულ რუს სამხედროებზე რაკეტებით მიიტანეს იერიში. შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 6 ჩრდილოეთკორეელი ოფიცერი,- იტყობინება Kyiv Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით უკრაინის დაზვერვიდან.
ამავე ინფორმაციით, კიდევ სამი ჩრდილოეთკორეელი სამხედრო დაშავდა.
რუსული წყაროების მიხედვით, რუსების განლაგების ადგილზე ჩრდილოეთ კორეიდან სტუმრად ჩამოსული სამხედროები იერიშამდე ცოტა ხნით ადრე მივიდნენ.
გასულ წელს უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთკორეელი სამხედროები, მათ შორის საინჟინრო ჯარების ოფიცრები იმყოფებიან.