აგვისტოს დასაწყისში ჰამბურგში მომხდარ ინციდენტში ბექა ოდიშარიას ვაჟის მონაწილეობა დადასტურდა

05-10-2024 01:56:08 პოლიტიკა ,სამართალი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარიას მეუღლე მაკუნა გამცემლიძე ადასტურებს, რომ გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში მათი ვაჟი - ლაშა ოდიშარია ფიგურირებს.

როგორც ქალაქ ჰამბურგში გადაღებული ვიდეოდან ირკვევა, ახალგაზრდების ჯგუფმა ქუჩაში კონკრეტული პირისგან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის Apple Watch-ები და სუნამოები შეიძინა, რომლებიც მოპარული აღმოჩნდა. პოლიციას მათთვის ამ ნივთების ჩამორთმევა სურდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, ადგილზე დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახა დაკავებულთა განყოფილებაში გადასაყვანად.

ვიდეოკადრებში ისმის, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ადგილობრივმა პოლიციამ გააჩერა, სამართალდამცველებს "პრობლემებით" ემუქრება და საქართველოს პარლამენტს ახსენებს.

ლაშა ოდიშარიას დედამ "სტუდია მონიტორს" ზემოაღნიშნული შემდეგნაირად განუმარტა:

"სტუდენტური საცხოვრებელი ნებართვა (Permission) აქვთ... საგარეოსაც ახსენებს, საკონსულოსაც, - თუკი სადმე რამე ორგანო გაახსენდა, ყველაფერს ახსენებს, ისე შეეშინდათ ბავშვებს, რომლებიც მიდიოდნენ ქუჩაში, თავს დაესხათ პოლიცია და იჭერდა. ძალიან გთხოვთ, ბავშვი მარტო არის რიგაში, სწავლობს, ძალიან კარგი სტუდენტია, ეგეც შეგიძლიათ მოიკითხოთ და თუ ნაკლებად აუშლით ნერვებს, ძალიან დამავალებთ. აჩვენებს თან მის საბუთს, რომ არ არის ჩვეულებრივი ტურისტი".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები