05-10-2024 17:56:38 მსოფლიო
12 ოქტომბერს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე დაგეგმილ მორიგ საკოორდინაციო შეხვედრაზე კიევი „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს, - იუწყება პრეზიდენტი ზელენსკი თავის Telegram-არხში.
„ჩვენ წარვადგენთ გამარჯვების გეგმას - მკაფიო საგანგებო ნაბიჯებს ამ ომის სამართლიანი დასრულებისთვის“, - წერს ზელენსკი.
უკრაინა, რომელიც რუსულ აგრესიას უკვე 1000 დღეზე მეტია, უწევს წინააღმდეგობას, "გამარჯვების გეგმაზე" ბოლო თვეებში ალაპარაკდა. დოკუმენტი ამ დრომდე არ განსაჯაროებულა, თუმცა აშშ-ში ამასწინანდელი ვიზიტისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ იგი როგორც მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ისე პრეზიდენტობის კანდიდატებს ჰარისსა და ტრამპს გააცნო.