Accentnews.ge
პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოს "დეზინფორმატორად" და "მანიპულატორად" წარმოაჩენს

პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოს "დეზინფორმატორად" და "მანიპულატორად" წარმოაჩენს

06/10/2024 15:59:16 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული თითოეული ქარდი "დეზინფორმაცია" და "მანიპულაცია" იყო.

საუბარია საელჩოს მიერ გასულ კვირას „ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ ქარდებზე წარწერებით „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”; „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდებიან – საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”; „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ "კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის – რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?”.

პაპუაშვილი „აშშ-ის საელჩოს "ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში ჩარევაშიც" სდებს ბრალს და აცხადებს, რომ დიპწარმომადგენლობა "თავს იმის უფლებას აძლევს, რის უფლებასაც არ უნდა აძლევდეს”.

„სამწუხაროდ, ამას აკეთებს ზუსტად აშშ-ის საელჩო, მათ შორის ამ ე.წ. იუმორის დონეში გადასული ქარდების სერიით, რომელიც ამავე დროს დეზინფორმაციულია და ტყუილია. თითოეული ქარდი იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია და მანიპულაცია. მეც არაერთხელ მქონია სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენელთან საუბარი, რომ იყვნენ ფხიზლად, რათა არ დააფინანსონ დეზინფორმაცია, ვგულისხმობ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩო ამ ქარდებით თავად გახდა დეზინფორმაციის გამავრცელებელი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარემ თუმცა მაინც რა იყო ამ ქარდების შინაარსში ან დეზინფორმაციული, ან მანიპულატიური - არ აკონრეტებს.

ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციას, მოვიანებით კი უკვე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებსაც მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს აღარ შეხვდნენ, რისი მიზეზიც, ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მთელს წყებასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ სწორედაც რომ გაუთავებელი სადეზინფორმაციო-მანიპულატიური პროპაგანდაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S