Accentnews.ge
"Bloomberg": "აშშ–მა ივანიშვილს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს"

"Bloomberg": "აშშ–მა ივანიშვილს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს"

05/02/2020 06:56:25 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"Bloomberg" საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით "შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ჩრდილში მყოფ მმართველს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს".

როგორც სტატიის ავტორი ელი ლეიკი წერს, საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და დემოკრატიას რეალური საფრთხე ემუქრება.

"ამჟამად საქართველოსთვის მთავარი პრობლემა ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე, დე ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია. მან დააფუძნა და ამჟამად თავმჯდომარეობს პარტია "ქართულ ოცნებას". პრემიერი გახარია კი მის სურვილებს ემსახურება“, – წერს ლეიკი.

სტატიაში საუბარია საარჩევნო რეფორმის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე და ამერიკელი სენატორების მიერ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ კრიტიკულ წერილებზეც.

„აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბევრად ეფექტური იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ შეშფოთებას უშუალოდ ივანიშვილის მისამართით გამოთქვამდა. სადღეისოდ ივანიშვილი აკეთებს იმას, რაც მოესურვება. მას შეუძლია, კულუარებიდან მართოს ვითარება იმგვარად, რომ შედეგებზე პასუხისმგებლობა არც ქართველი ამომრჩევლის და არც დასავლელი მოკავშირეების წინაშე აიღოს“, – წერს სტატიის ავტორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S