Accentnews.ge
მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის კრიტიკული შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის კრიტიკული შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

06/10/2024 16:11:57 პოლიტიკა, სამართალი

მედიაომბუდსმენმა კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ძირითად მიგნებებზე, მათ შორის - სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიის ურთიერთობის შესახებ.

შუალედურ ანგარიშში ყურადღება აქცენტირებულია შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:

  • "საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის საბაბით, სამართლებრივი დავების და მედიის დასჯის ინიციატორი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა”
  • “ქართული ოცნების” მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთი და იგივე საკითხის გამო ორჯერ დასაჯეს კრიტიკული ტელევიზიები “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “ტელეკომპანია პირველი”
  • სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას
  • მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" პოლიტიკური რეკლამის განთავსებას ითხოვს, სამ კრიტიკულ მაუწყებელის არ აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციების კომისიიდან რეკომენდაციები მიიღოს
  • პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით ყველაზე დიდი დილემა 2016 წელს დაფიქსირდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “ცენტრისტების” რგოლის განთავსებასთან დაკავშირებით კომისიას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა
  • სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალებით “მედიაკრიტიკის” სარედაქციო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S