07-10-2024 08:22:20 მსოფლიო
ირანმა გააუქმა შეზღუდვები, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის რეისებს ეხებოდა.
როგორც ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, "საჰაერო პირობები უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული და ავიაკომპანიებს უფლება აქვთ განახორციელონ ფრენები".
მანამდე, ცნობილი იყო, რომ ირანის ყველა აეროპორტიდან ფრენები 6 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 7 ოქტომბრის დილის 6 საათამდე გაუქმდებოდა.