
"შეცვალემ" პარლამენტის წინ ბანერი გააკრა კრემლის გამოსახულებით
05/02/2020 07:14:41 საშინაო პოლიტიკა
თბილისში, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციები განახლდა. სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალემ" აქცია-პერფორმანსი მოაწყო და "მწვანე ღობეზე", რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წინ არის აღმართული, კრემლის ბანერი გააკრა კრემლის გამოსახულებით.
აქტივისტების განმარტებით, ეს ბანერი "იმის გამოხატულებაა, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას რუსული მეთოდებით მართავს".