
აფხაზეთმა დე ფაქტო საზღვრები ჩაკეტა
05/02/2020 07:34:35 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიგრანტებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის „ფსოუსა" და "ენგურის" საკონტროლო–გამშვები პუნქტები ჩაკეტა. 4 თებერვლიდან შემოღებულია კარანტინი.
ეს გადაწყვეტილება წუხელ გამართულ საგანგებო თათბირზე იქნა მიღებული, რომელსაც მთავარი სანიტარული ექიმი ლიუდმილა სკორიკიც ესწრებოდა.
„გადაწყდა, შემოვიღოთ კარანტინი ფსოუსა და ენგურის სასაზღვრო პუნქტებზე, აეკრძალოს შემოსვლა მიგრანტებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს. გადაწყვეტილების მიზანს აფხაზეთის მოსახლეობის კორონავირუსისა და სხვა ვირუსული დაავადებებისგან დაცვა წარმოადგენს“, – განაცხადა სკორიკმა.