Accentnews.ge
TI: 425,000 ლარის შემოწირულობა და 294 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები - ვინ აფინანსებს "ქართულ ოცნებას"?

TI: 425,000 ლარის შემოწირულობა და 294 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები - ვინ აფინანსებს "ქართულ ოცნებას"?

07/10/2024 08:07:40 პოლიტიკა

შპს „მონოლითი 2005“ და შპს „ბონდი-2009“-ს 25-25%-იანი წილის მფლობელმა და ბათუმის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ნუკრი დოლიძემ მმართველ პარტიას 2024 წლის 2 აგვისტოს 58,000 ლარი შესწირა,- იტყობინება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ნუკრი დოლიძე „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მან ბოლო სამ წელში პარტიას ჯამში 168,000 ლარი შესწირა. დოლიძის ბიზნესპარტნიორებს, შპს „ბონდი-2009“-ის მეწილეებს, ოთარ ფუტკარაძეს და დავით დევაძეს, „ქართულ ოცნებისთვის“ ჯამში 257,000 ლარი აქვთ შეწირული.

ორგანიზაციის ცნობით, 2010 წლიდან შპს „მონოლითი 2005“-მა და შპს „ბონდი-2009“-მ ჯამში 294 მლნ ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” 2021 წლის კვლევის თანახმად, აღნიშნულმა ორმა კომპანიამ 2010-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მლნ ლარამდე მიიღო, აქედან 68% - უკონკურენტო პირობებში. 2021 წლიდან, მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, დოლიძის კომპანიებმა 164 მლნ ლარი მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S