Accentnews.ge
პარლამენტთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

პარლამენტთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

05/02/2020 07:44:48 საშინაო პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პლაკატებითა და სასტვენებით ხელში საკანონმდებლო ორგანოს შენობის სამივე შესასვლელთან დგანან და „სირცხვილის დერეფნებს“ უწყობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება.

უმრავლებიის დეპუტატთა დიდი ნაწილი უკვე პარლამენტის შენობაში იმყოფება, სადაც ამ წუთებში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა. ოპოზიცია საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S