
უკრაინის შვიდ რეგიონში 2 რუსული რაკეტა და 32 დრონი გაანადგურეს
07/10/2024 09:02:09 მსოფლიო
7 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 32 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და 2 რაკეტა გაანადგურეს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვა იტყობინება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშის მიხედვით, საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ბალისტიკური "ისკანდერის" ტიპის რაკეტით, მართვადი საავიაციო X-59 რაკეტით, დაუდგენელი ტიპის რაკეტით, 3 აერობალისტიკური "კინჟალის" ტიპის რაკეტით. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 2 "კინჟალი" გაანადგურეს.
რუსული დრონები ნიკოლაევის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა 37 "შაჰედის" ტიპის რუსული დრონი ლოკაციურად დაკარგულია.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.