Accentnews.ge
კადიროვს "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა

კადიროვს "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა

07/10/2024 09:58:37 მსოფლიო

ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა. მან შესაბამისი სამკერდე ნიშანი მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრ ირეკ ფაიზულინისგან მიიღო. ასეთი წოდება რუსეთში გადაეცემათ სამშენებლო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს.

„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, კადიროვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გროზნოში, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის დროს. ჯილდო ჩეჩნეთის ხელმძღვანელს გადაეცა ფორმულირებით: " პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის".

რამზან კადიროვი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რიგი სხვა ქვეყნების სანქციების სიაშია, ფლობს რუსეთის გმირის წოდებას, მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება, ასევე გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, აქვს ასზე მეტი მედალი, სხვადასხვა დონის ორდენები და ტიტულები, მათ შორის, მაგალითად, საპატიო სტომატოლოგისა და აგრონომის წოდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S