
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა
05/02/2020 08:17:44 საშინაო პოლიტიკა
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად გიორგი აბუთიძის კანდიდატურა წარადგინა.
აბუთიძე სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
თბილისის მერმა მას წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ აბუთიძის კანდიდატურაზე საკრებულო უახლოეს მომავალში იმსჯელებს.