Accentnews.ge
იაგო ხვიჩია: "გირჩი" "ქოცებთან" და "ნაცებთან" კოალიციას არ გამორიცხავს, თუ საჯარო პირობა დაიდება და ეს იქნება დამაჯერებელი"

იაგო ხვიჩია: "გირჩი" "ქოცებთან" და "ნაცებთან" კოალიციას არ გამორიცხავს, თუ საჯარო პირობა დაიდება და ეს იქნება დამაჯერებელი"

07/10/2024 13:46:27 პოლიტიკა

საპარლამენტო პარტია „გირჩი” „ქართულ ოცნებასთან” და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას არ გამორიცხავს, "თუ საჯარო პირობა დაიდება და ეს იქნება დამაჯერებელი". ამის შესახებ პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გადაცემა „კვირის ფორმულაში” ისაუბრა.

გთავაზობთ ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის დიალოგის ნაწილს:

"ხვიჩია: მე არ დავუშვებ შეთანხმებს ვინმესთან, ან "ქოცებთან" ან "ნაცებთან" თუ ვიცი, რომ ერთპიროვნული ძალაუფლების ხელიდან გაშვების ბერკეტები არ არის. თუ ეს არ ვიცი, ვიწვევ პოლიტიკურ კრიზისს და ვეუბნები, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ძალაუფლების ბერკეტის დათმობის გარეშე, ჩემთვის ეს არის პირველ რიგში, სასამართლო.

სანაია: ბიძინამ უნდა მოგცეს პირობა?

ხვიჩია: მიშამ მომცეს [პირობა] , რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.

სანაია: ბიძინასთან ხომ ხართ მზად, შეხვიდეთ კოალიციაში?

ხვიჩია: დიახ.

სანაია: პირობა უნდა მოგცეთ, თუ რა უნდა ქნას ბიძინამ?

ხვიჩია: პირველივე პარლამენტის სხდომაზე ვიღებთ კანონების პროექტს, რომელიც მიგვაჩნია, რომ დაშლის სისტემას. დავშლი კოალიციას თუ არ შეასრულებს [პირობას], რა პრობლემაა.

სანაია: შანსი, ითანამშრომლოთ რუს ბიძინასთან და შანსი – ითანამშრომლოთ ოთხ პოლიტიკურ პარტიასთან – გაათანაბრეთ და მეუბნებით, რომ ბიძინასთან უფრო მეტი შანსი გაქვთ, ვიდრე ოთხთან მოლაპარაკების, სადაც უფრო მეტი შანსი გაქვთ პირობების დაყენების.

ხვიჩია: ბიძინას არ ვიცნობ, მასთან არასდროს არ მილაპარაკია და არ ვიცი, მასთან მოლაპარაკების რა შანსი მაქვს. არ ვიცი, დამთანხმდება თუ არა. ამ სულელებს კი ვიცნობ, ამათმა სიტყვის ფასი არ იციან.

სანაია: პირადი ცნობა რა შუაშია...

ხვიჩია: საქმიანი ხალხი არ არიან. [...] თუ იმას ამბობთ, რომ ბიძინასთან არასდროს არ შეხვალ კოალიციაში, მაშინ ხარ „ნაცი”, მე კი „ნაცი” არ ვარ. [ ...] ამ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, "ქოცები", "ნაცები" და ჩვენ. "ნაცი" არის ყველა, რომელიც ბიძინასთან კოალიციას გამორიცხავს. "ქოცი" არის ყველა, რომელიც მიშასთან კოალიციას გამორიცხავს. ჩვენ ვართ "გირჩი", რომელიც არც ერთთან არ გამოვრიცხავთ კოალიციას, თუ საჯარო პირობები დაიდება და ეს პირობა იქნება დამაჯერებელი. [...] კაზუსი არის არასწორი, რომელსაც უნდა დააფიქსიროს – მე უფრო „ქოცი” ვარ, თუ უფრო „ნაცი”. მე კი, არ მინდა ამის თქმა, რადგან ორივე ფეხებზე მკიდია”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S