
რუსეთმა ხერსონზე საჰაერო თავდასხმა კვლავ განახორციელა: "ქალაქში ოთხი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს"
07/10/2024 15:57:13 მსოფლიო
რუსეთმა ხერსონზე საჰაერო თავდასხმა კვლავ განახორციელა. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსულმა ძალებმა ქალაქში ოთხი მართვადი საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს.
მისი ინფორმაციით, დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის – ორი მცირეწლოვანი ბავშვი. 16 პირი ჰოსპიტალიზებულია.
უკრაინის ცნობით, დარტყმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობა, ასევე სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები.
რუს სამხედროებს თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებიათ.