Accentnews.ge
პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

05/02/2020 09:17:31 საშინაო პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სიტუაცია დაიძაბა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა პარლამენტის კარზე ბოქლომის ჩამოკიდება სცადა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. სამოქალაქო აქტივისტი საპატრულო პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.

„შეცვალეს“ წევრთა განცხადებით, მათ პარლამენტის შენობაში შესვლა და დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურდათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათზე საშვები იყო დაშვებული, საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S