
პარლამენტთან ოპოზიციის აქცია დასრულდა
05/02/2020 09:54:38 საშინაო პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტის შენობასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ოპოზიციის აქცია დასრულდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა მმართველი პარტიის დეპუტატებს „სირცხვილის დერეფნები“ მოუწყვეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.