
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია: რუსული რაკეტა პალაუს დროშით მცურავ სამოქალაქო გემს მოხვდა, არის მსხვერპლი
08/10/2024 05:46:08 მსოფლიო
7 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, – ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა პალაუს დროშით მცურავ სამოქალაქო გემს. დაიღუპა 60 წლის უკრაინელი და დაიჭრა უცხო ქვეყნების 5 მოქალაქე. რომელი ქვეყნების მოქალაქეები არიან დაშავებულები კიპერი არ აკონკრეტებს.
ოდესის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო დღეს, 8 ოქტომბერსაც. შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.