
მედია: ვიქტორ ბუტი იარაღით ვაჭრობას დაუბრუნდა
08/10/2024 06:17:09 მსოფლიო
იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.
ბუტი რუსული იარაღით ვაჭრობას იემენელ ჰუსიტებთან გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით იარაღის პირველ პარტიებს ჰუსიტები ოქტომბერში მიიღებენ.
2012 წელს ბუტს აშშ-ის სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2022 წელს ის რუსეთში მარიხუანის ზეთის შეტანისთვის დაკავებულ ქალ კალათბურთელ ბრიტანი გრაინერში გაცვალეს.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვიქტორ ბუტი ვლადიმირ ჟირინოვსკის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრი გახდა, ხოლო 2023 წელს - დეპუტატი.
აშშ-ს სპეცსამსახურების აზრით, ბუტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღით მოვაჭრეა და მას პირადი კავშირი აქვს ვლადიმირ პუტინთან.